logo
ENG



პოლიტიკური ამნეზია და ბანკროტი  - ოპოზიცია მმართველი გუნდის წინასაარჩევნო გზავნილებს აფასებს

10 აგვ 202020:08
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წლის მიწურულს და მეცხრე წლის დასაწყისში ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიას წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის კრიტიკაზე აგებს. კახი კალაძე, კახეთის მაჟორიტარის წარდგენისას აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება კახელებს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა და სწორედ ეს გახდა ქართული ოცნების პოლიტიკური ძალისთვის აუტანელი.

ნაციონალური მოძრაობის მიმართ მსგავსი ბრალდებები იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ცნობილი სპორტსმენის სტატუსით, კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კამპანიაში პირადად იყო ჩართული. პოლიტიკური ამნეზია და ბანკროტი - ასე აფასებენ ოპოზიციაში მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილებს. სამოქალაქო სექტორი კი ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობაზე უკვე მიუთითებს.

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია დღეს კახეთიდან დაიწყო, სადაც მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მაჟორიტარად წარადგინა. ოცნების ლიდერები ყველა რეგიონში კანდიდატის წარდგენას ამ შემადგენლობით აპირებენ. ივლის თუ არა შეხვედრებზე პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ჯერჯერობით უცნობია.

 


close დახურვა